Monday, February 24, 2014

                   მე-9 დღე

 გული დამწყდა,  ტრენინგი რომ დასრულდა. ისე მივეჩვიე  იქ ყოფნას,თითქოს მთელი ცხოვრეება იმ ლაბორატორიაში გამეტარებინოს.
დიდ მადლობა უნდა ვუთხრა ნათიას,  კარგი მასწავლებლობისთვის,მუდამ ღიმილიანი სახისთვის...
ძალიან მომეწონა  ჯგუფი,რომელთან ერთადაც ცხრა დღე გავატარე.ყველას წარმატებას გისურვებთ პროფესიულ წინსვლაში!!!

Saturday, February 22, 2014

მე-8 დღე
ჩვენი ნამუშავარი გადავიტანეთ ბოგზე.მოვნიშნეთ პორტფოლიოს გეგმის ჩეკლისტში დარჩენილი ორი დავალებაც და გავედით ფინალში.
ბევრი ვიშრომეთ და მინდა ყველა მონაწილის პროექტი იყოს წარმატებული!!!

პროექტის პორტფოლიო ,,კაცია-ადამიანი?! ''

Saturday, February 15, 2014

   მე-7 დღე
დღეს გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.ვნახეთ  საინტერესო პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.
გვესაუბრა ნათია,   რა თქმა უნდა ჩვენც ჩავერთეთ. განსაკუთრებით, მომეწონა პრეზენტაციიდან პედაგოგიური რეკომენდაცია.კარგი დღეა!!!
 მე-6 დღე
  დღეს მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე. რამდეინიმე დღე და გამოცხვება ჩვენი პროექტიც. ნეტავი როგორი გამოვა???

Tuesday, February 11, 2014

<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/BOfpRx3U11I" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

Sunday, February 9, 2014

მე-5 დღე.
      ისე დავბრუნდი სახლში,რომ აღარ მინერვიულია იმაზე, თუ როგორ გავართმევდი თავს პროექტის კეთებას. ქაოსი ჩემს გონებაში დალაგდა ერთიანად.
      ბევრი რამ მომწონს ჩვენი ტრენინგის ფარგლებში,თითქის ყველაფერი, მაგრამ სახელმძღვანელო,რომელიც ეხება შეფასებას მაოცებს. იმდენად დაწვრილებითა და გარკვევითაა ყველაფერი გაწერილი.
  ფრიად  კარგი ამბავია ის,რომ ჩემს პორტფოლიოს გაუჩნდა თავზე ჩანართების ქუდი.
 მინდა ყოველი დღის ბოლოს ვწერო, რომ  ეს დღე
     ს ა უ კ ე თ ე ს ო   იყო!!!  

გვინდა მომავლის კლასი !

Saturday, February 8, 2014

                                 მე-4 დღე.
 
      რა გავაკეთეთ დღეს?
მიმართულების მიმცემი კითხვები მივამატეთ პროექტის გეგმას.  ვიმუშავეთ შეაფასების დროის ჩარჩოზე. შევქმენით პრეზენტაცია. შემდეგ განვათავსეთ ბლოგზე.
             მინდა პრეზენტაცია დავხვეწო ,საინტერესო და ეფექტური რომ გახდეს.

Sunday, February 2, 2014

მე-3.დღე. უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით!!!
 სამაგიეროდ,კმაყოფილი ვარ იმით, რომ  ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება. საოცარია, წერენ ჩემი მოსწავლეები და მე შემიძლია ყოველი მათგანის ქმედება ვაკონტროლო  ერთდროულად. მოსწავლებისათვის, ნამდვილად, სახალისო იქნება ამ ტიპის დავალების შესრულება.