პროექტის სახელწოდება: ვიმეტყველოთ სწორად
სკოლის სახელწოდება– დიმიტრი ყიფიანის სახელობის ქვიშხეთის საჯარო სკოლა
პროექტის მიზანი– მოსწავლეებმა გამოიმუშაონ სწორად მეტყველების უნარი,გამიჯნონ
არანორმირებული და სალიტერატურო ფორმები.
პროექტის სრული აღწერა– სწორად მეტყველება მოსწავლეთა მნიშვნელოვანი ნაწილის
პრობლემას წარმოადგენს. მოსწავლეები საუბრისას იყენებენ დიალექტიზმებსა და
ჟარგონებს, რაც საგაკვეთილო პროცესის შემაფერხებელია. მასწავლებელს უწევს მოინიშნოს მოსწავლის მიერ ნათქვამი მცდარი ფორმა და გაუსწოროს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შედეგი არ აქვს. ეს პროექტი მოსწავლეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ დააკვირდნენ სხვათა და საკუთარი მეტყველების სპეციფიკას. მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ მცდარ ფორმებზე და შეეცდებიან თავი აარიდონ მათ გამოყენებას.
მოსწავლეთა ასაკი– მეშვიდე კლასი.
ვადები და ხანგრძლივობა– მოსწავლეებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ორი კვირის ვადაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში– მანამ მოსწავლეებთან უშუალოდ პროექტის წარდგენა მოხდება, მოეწყობა გონებრივი იერიში. მოსწავლეებმა უნდა გასცენ პასუხი შემდეგი კითხვებს: რომელი ტიპის ლექსიკა ჭარბობს თქვენს სასაუბრო ენაში: ჟარგონი,დიალექტიზმები თუ სალიტერატურო ენის ფორმები? რატომ იყენებთ აღნიშნულ ლექსიკას? როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახდენს თქვენ მეტყველებაზე გავლენას სხვათა მეტყველება? თქვენ რომელი ტიპის მეტყველებას ანიჭებთ უპირატესობას და რატომ? შემდეგ მოხდება პროექტის წარდგენა და ფუნქციათა გადანაწილება. კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად. პირველი ჯგუფი დააკვირდება კლასის მეტყველებას. მეორე სასკოლო მეტყველებას, ხოლო მესამე ჯგუფი შეისწავლის თანასოფლელთა ლექსიკას. სამუშაოს დასრულების შემდეგ პირველმა უნდა დაბეჭდოს ლექსიკონის სახით მოძიებული მასალა პროგრამა ვორდში და დაურიგოს მეხუთე–მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და განათავსონ ინტერნეტ საიტზე. მეორე ჯგუფს ევალება ნაშრომის პრეზენტაცია პარალელ კლასელებთან, მესამე ჯგუფი მოამზადებს მინი ლექციას სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენად.
მოსალოდნელი შედეგი– მოსწავლეებს პროექტის დასასრულს ეცოდინებათ რა უპირატესობა აქვს სალიტერატურო ენას და რომელი ფორმები არღვევს სწორად მეტყველების პრინციპს.გამოუმუშავდებათ მოსწავლეებს მარტივი კვლევა–ძიების,დაკვირვების, ანალიზისა და კომუნიკაციის უნარი.
სარგებელი სხვებისათვის– ლექსიკონს ამზადებენ მოსწავლეები და არიგებენ სკოლაში, რაც საშუალებას აძლევს სხვა მოსწავლეებსაც ინფორმირებულები იყვნენ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. ასევე ამზადებენ პრეზენტაციას მოსწავლეებისათვის, ნაშრომი წარდგება სასკოლო კონფერენციაზე.
სამუშაო ენა– ქართული ენა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ადგენს ტექსტის გეგმას, იყენებს სხვადასხვა რესურსს. ყურადღებას ამახვილებს როგოც შინაარსზე, ისე სტილზე.იცავს მართლწერისა
და პუნქტუაციის წესებს.
რესურსი–ფორმატის ფურცლები, პროექტორი.
პროექტის ხელმძღვანელი–ირმა მარტინენკო.